
სენაკი-ზუგდიდის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას 30 წლის კაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
„დაიჯესტი“ დამატებითი დეტალების მოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.