Digest Logo

„ავტომობილები კონდიცირების გარეშე არის საფრთხის შემცვლელი“ - მეტეოროლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

1691906720
კობა ფარტენაძე

აღმოსავლეთში მომდევნო დღეებში უფრო დაცხება.რაც შეეხება დასავლეთს და სანაპირო კურორტებს, რამდენიმე დღეს გაგრძელდება +30, +32 გრადუსი სითბო და ზოგან მცირე ხანმოკლე წვიმა, შემდეგ კი უფრო დაცხება -  ამის შესახებ ინფორმაციას მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ავრცელებს და მომდევნო დღეების ამინდის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს.

„აღმოსავლეთ საქართველოში, ბოლო დღეებია მაღალი ტემპერატურა და აუტანელი სიცხე მყარად არის დამკვიდრებული ყოველდღიურ ცხოვრებაში. დასავლეთში კი ცოტათი ნაკლები ტემპერატურაა, მაგრამ აქაც ცხელა.

რა იქნება უახლოეს დღეებში?

+40 გრადუსამდე დაცხება აღმოსავლეთ საქართველოში, ამ ყველაფერზე კი პასუხისმგებლობას „აიღებს“ ბლოკირების ანტიციკლონი, მაღალი წნევის ეს არე ძლიერად არის გამოხატული ზედა ატმოსფეროში. ასეთ ამინდის სისტემას ხშირად „თერმულ გუმბათს“ უწოდებენ.

შედეგი არის ძალიან სტაბილური მზიანი, მშრალი დღეები ღრუბლების მინიმალური ალბათობით. ასე, რომ აღმოსავლეთში მომდევნო დღეებში უფრო დაცხება.რაც შეეხება დასავლეთს და სანაპირო კურორტებს, რამდენიმე დღეს გაგრძელდება +30, +32 გრადუსი სითბო და ზოგან მცირე ხანმოკლე წვიმა, შემდეგ კი უფრო დაცხება.მსგავსი ტემპერატურული ფონი ხელს უწყობს ტყეებში ხანძრის გაჩენას, იქმნება პრობლემები შუადღით თუნდაც სეირნობისას, სუსტი ჯანმრთელობის ადამიანებისთვის კი შედეგი არის ხშირად ცუდი! ავტომობილები კონდიცირების გარეშე არის საფრთხის შემცვლელი“, - წერს კობა ფარტენაძე.