დათო ევგენიძე ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი პიროვნებაა. იგი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე მუსიკალურ პროექტებსა და ღონისძიებებში. ხშირად ჩანს ეკრანებზე და შესაბამისად დიდი პოპულარობით გამოირჩევა.
დათო ევგენიძის ცხოვრებაში ბევრი ტრაგედია, განსაცდელი, ტრავმა და ტკივილი იყო, თუმცა ამის გამო არ შეჩერებულა, არ დაუყრია ფარ-ხმალი.
მუსიკოსი გადაცემის „პრაიმ შოუ“ სტუმარი იყო, სადაც დაღუპულ დაზე ისაუბრა:
„18 წლის ვიყავი. წარმოუდგენელი იყო ეს შემთხვევა. ჩემს თავს ვაბრალებდი მთელი ცხოვრება. წინა დღეს უნდა წამოვსულიყავით და ეს მოხდა იმ დღეს, როცა მე არ წამოვედი.
ქობულეთში დავტოვე ჩემი და დედასთან ერთად. გრიგოლეთში უნდა ყოფილიყვნენ და მე იქ უნდა გამევლო. რომ მივედი ნამტირალები თვალებით დამხვდა ის ქალი, ვისთანაც უნდა ყოფილიყვნენ. მეუბნება, მზემ დაარტყა შენს დას თავშიო და ქობულეთში წავიდნენო. მანქანაში რომ დავბრუნდი, მძღოლი მეკითხება, რამდენი წლის იყოო.
იქ მივხვდი, რომ და აღარ მყავს. თუკი რამე ფასეული გაჩნდა ჩემში, ყველაფერი ჩემი დის ნაჩუქარია, ჩემი შემოქმედებაც სრულიად შეიცვალა.
მეგობარი ბავშვები აყვინთავებდნენ და ეტყობა, ცოტა მეტი დროით დაიჭირეს და გული გაუსკდა. სისხლი რომ წამოუვიდა, შეეშინდათ და გამოიქცნენ, მერე ზღვამ წაიღო“, - ამბობს დათო ევგენიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ორი კვირა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს შენი ბედი“ - რა არ უნდა გააკეთო დაბნელების დერეფანში?
⭕ათენში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა - „როგორ მენანები, სიტყვები არ მყოფნის!