მაყურებელი მომღერალ ბაბი კირკიტაძეს „ღამის შოუს ბენდში“ ვეღარ იხილავს.
როგორც „ღამის შოუს“ ანონსიდან ირკვევა, გუნდს ახალი წევრი, ნინი ყულეჯიშვილი ჰყავს.
მიზეზი, რის გამოც ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა, უცნობია.
„ჩვენი ბენდის ახალი წევრი ნინი ყულეჯიშვილი, აპლოდისმენტებით შეეგებეთ“, - ამბობს „ღამის შოუს“ წამყვანი.
მომღერალი ბაბი კირკიტაძე ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს. იგი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალხისთვის საყვარელი სახეა, ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს.
მომღერალი თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ასევე დაგაინტერესებთ: