Digest Logo

🎥 „რაღაცებს იმიტომ ვერ ვიღებთ, რომ ძალიან ვებრძვით ჩვენს თავს“ - გვანცა ბარაბაძე დისციპლინაზე, როგორც წარმატების მთავარ გასაღებზე

1792775565
გვანცა ბარაბაძე

გვანცა ბარაბაძე არის ფსიქოლოგი, სერტიფიცირებული ქოუჩი და ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი. იგი ფართოდ არის ცნობილი პიროვნული ზრდის პროგრამებით, სატელევიზიო გამოსვლებითა და ქოუჩინგის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილით.

იგი პოდკასტის „ჩერის სივრცე“ სტუმარი იყო, სადაც დისციპლინაზე როგორც წარმატების მთავარ გასაღებზე ისაუბრა:

„მე თუ „უნდას“ მაგივრად „მინდას“ დავუკავშირდები, „მინდას“ გავიაზრებ, თუ არ ვჭამ ამ ტკბილეულს პირობითად, ან ყოველდღე მინდა ვივარჯიშო, რისთვის ვაკეთებ? როგორი ადამიანისთვის ვაკეთებ? ვინ მინდა გავხდე? ის ადამიანი არის ჩემი ვერსია, რომელიც ჯანსაღია და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს ან აკეთებს იმ ყველაფერს, რაც სურვილად და ოცნებად მეჩვენება. 

 ეს ვერსია ჩემი ხომ უკვე არსებობს და ამას ვცდილობ, რომ გავაღვიძო ჩემში და იმისთვის დისციპლინა არ არის სასჯელი, ამისთვის არის, ჩემი ახლანდელი ვერსიისთვის, რომელმაც ახლა რაღაცაზე უნდა თქვას უარი. 

ყოველი პატარა ნაბიჯი, რაც ამ გზაზე გადადგა, პატარა უარი, ყოველი კი ხდება ყოჩაღ, რა მაგარი ხარ, შენს თავს აფასებ, სიამაყე და საერთოდ სხვა ემოცია შემოდის, ხოლო თუ შენ „უნდათი“ აკეთებ, უკვე იბრძვი. 

ზოგადად, ცხოვრებაში რაღაცებს იმიტომ ვერ ვიღებთ, რომ ძალიან ვებრძვით ჩვენს თავს და როცა ამ ბრძოლას თავს დავანებებთ, მარტივად გამოდის რაღაცები“, - ამბობს გვანცა ბარაბაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕რეტრო ვენერა მზის გულში: 8 წლიანი ციკლის გარდატეხა და ჩვენი შინაგანი ტრანსფორმაცია - ანა ჯალაღონიას ასტროპროგნოზი

⭕მთვარე ვერძის ნიშანშია - რა სამედიცინო რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ამ პერიოდში

🎥 „მოწევას იწყებენ 12-13 წლის ასაკში და ისინი შეუქცევად ზიანს აყენებენ თავიანთ ტრაქეობრონქიალურ ხეს“ - პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე

✕