
საქართველოში, ისტორიული არჩევნების დღეც დადგა. 2020 წლის 31 ოქტომბერს 08:00 საათიდან საარჩევნო უბნები გაიღო და მოქალაქეებმა აქტიურობა დაიწყეს.
შესაბამისად გააქტიურებულია ვირტუალური სივრცეც. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგონილმა და ნანახმა ამბებმა სოციალურ ქსელებში მოიყარა თავი.
აქედან საარჩევნო თემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ხომრობები შევკრიბეთ, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ:
🔷„თუ ადამიანის მოტყუება მოახერხე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის სულელია; ეს ნიშნავს, რომ შენ იმაზე მეტად გენდობოდა, ვიდრე სინამდვილეში იმსახურებდი“ - ჩარლზ ბუკოვსკი. P.S. ბუკოვსკი უნდა შემოვხაზო.
🔷 Tv - პირველზე და „მთავარ არხზე“ „ნაციონალები“ იგებენ, „ტვ იმედზე“ „ოცნება“ და ფეიბუკზე კი „გირჩი“.
🔷 „ეხლა მთავარია „დარჩი სახლში“ და „წადი არჩევნებზე“ არ აგვერიოს ერთმანეთში“.
🔷 „ახლა იქნება ნამდვილი ჰელოუინი, საქართველოში დასაბამიდან დღემდე გარდაცვლილი, ყველა მკვდარი აღსდგება“.
🔷„არჩევნები ოცი-ოცი,
არც ნაცი და აღარც ქოცი !“
🔷„ჩემს ეზოში წვიმა მოდის, შენს ეზოში დარიაო,
მე და შენი დაშორება, არჩევნების ბრალიაო“.
🔷 „ონკანიდან წყალი მოდის,
ატალახდა ჩვენი ეზო,
წყალსაც მალე წაგართმევენ,
არჩევნებზე წადი რეზო!!!
🔷„31 ოქტომბერს 11:00 საათზე ბადრი ესებუა ხმას მისხემს ზუგდიდის #3 საარჩევნო უბანზე“.