ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს, 20 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება და ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად.
რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი.
თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია სამ ეტაპს მოიცავს. რეგისტრაციის მეორე ეტაპი გუშინ, 19 ივლისს დასრულდა, რომელშიც რეგისტრაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის იყო შესაძლებელი.
პირველ ეტაპზე რეგისტრაციის გავლა კი თბილისში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს; ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილებს, ასევე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონეეთა შვილებსა და სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს შეეძლოთ.