Digest Logo

„ბახმაროში 21 დღე ყოფნა არ წმენდს სისხლს“ - რას წერს მაია ბუწაშვილი გავრცელებულ მითზე

1755161594
მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებაში გავრცელებული მითის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ბუწაშვილი განმარტავს, რომ მსგავს მითს არ გააჩნია არანაირი სამედიცინო საფუძველი.

„ადამიანებისგან რაღაცები რომ მიკვირს, მერე მახსენდება, რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ზოგიერთებს ჯერ კიდევ სჯერათ, ბახმაროში 21 დღეს თუ იქნები, „სისხლის ფორმულა გაიწმინდება“. აი ამაზე საერთოდ რა კომენტარი უნდა გააკეთოს ადამიანმა?“, - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.