Digest Logo

„ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა

1752414507
ბათუმი მოლი

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, „ბათუმი მოლში” ევაკუაცია გამოცხადდა.

როგორც„დაიჯესტს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს,  უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები ტარდება.

„საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ, ბათუმი მოლში მიმდინარეობს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები“, - აცხადებენ უწყებაში.