2025 წელს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის ალექსანდრე მიქელაძის დედა ნათია დიაკვნიშვილი, რომელსაც 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ, იპოვეს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობელი ავრცელებს:
„მეგობრებო, ნათია ვიპოვეთ! 24 საათის შემდეგ!
მადლობა თანადგომისთვის ყველას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე მიქელაძე 14 წლის ასაკში, 2025 წლის 16 იანვარს დაიკარგა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ანკილოზის დიაგნოზი, რთული გზა და წარმატებული ოპერაცია - 22 წლის ლილიანას ისტორია