Digest Logo

„ბათუმში იყო სამუშაოდ წასული...“ - ოჯახი ახალგაზრდა კაცს ეძებს

1706166082
დაკარგულიდაკარგული

ქუთაისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ.

როგორც „დაიჯესტს“ დაკარგული კაცის ცოლმა განუცხადა, პოლიცია აქტიურად ჩართულია სამძებრო სამუშაოებში.

„ბათუმში იყო სამუშაოდ წასული. არაფერი ახალი არ არის, პოლიციისგან ველოდებით სიახლეებს“, - აღნიშნა მაგდა თევდორაძემ.

მანამდე მაგდა თევდორაძემ სოციალურ ქსელში აღნიშნული პოსტი გაავრცელა:

„მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, გთხოვთ დამეხმარეთ! დაიკარგა ჩემი მეუღლე, ქიშო დოლაბერიძე.

23 იანვრის 14:00-იდან 15:00 საათის შემდეგ ვერ ვუკავშირდებით.

ხელვაჩაური-ბათუმი-ქუთაისის გზის ტერიტორიებზე იქნებ შენიშნეთ ვინმემ..

კამერების გადამოწმებით ირკვევა, რომ ბოლოს ბათუმიდან გამოდის ქუთაისის მიმართულებით…

გადაადგილდება ფეხით…

პოლიცია ვერ პოულობს ჯერჯერობით, მხოლოდ თქვენი იმედიღა შეგვრჩა, რომ უფრო მალე თქვენ დაგვეხმარებით.

თუ ვინმემ დაინახეთ, ან დაინახავთ, დარეკეთ ამ ნომერზე : 597 82 88 02 მაგდა.

უმორჩილესი თხოვნაა გადააზიარეთ პოსტი ვინც ნახავთ!“,- წერს დაკარგული კაცის მეუღლე. 
 
 
 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„2025 წლისათვის თბილისში 1 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართის ფასი 1100-1400 დოლარის ფარგლებში იქნება“ - ოთო აბესაძე

⭕25 იანვარს სავსე მთვარეა - რა ხდის იანვრის პირველ სავსე მთვარეს განსაკუთრებულს?

⭕„ცოლ-შვილიანები დაიკიდეთ! ხომ გჯერათ ჩემი?!“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე