Digest Logo

ბათუმში უკრაინელი ქალი გააუპატიურეს - „ფიზიკურ ტკივილს ვგრძნობდი, ჩემს გვერდით მეზობელი შიშველი იწვა და ხელს არ მიშვებდა, თმას მქაჩავდა და მაუპატიურებდა“

1649326562
ძალადობა

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალი დახმარებას ითხოვს - უკრაინის მოქალაქე ამტკიცებს, რომ 3 თვის წინ, ბათუმში მასზე სექსუალურად იძალადეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საზარელი ამბის შესახებ იციან, თუმცა ამ დრომდე ქალს არც დაზარალებულის სტატუსი აქვს და არც სავარაუდო მოძალადისთვის გამოუწერიათ შემაკავებელი ორდერი.

ახალგაზრდა ქალი მძიმე ამბავს „ტვ პირველთან“ იხსენებს და ჰყვება, როგორ იძალადეს მასზე. მისი მონათხრობის თანახმად,  სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 14 იანვარს გახდა, როცა მეზობელმა კაცმა საახალწლო სუფრაზე დაპატიჟა, იქ მისულს კი სახლში სხვა სტუმრებიც დახვდნენ.

უკრაინელი ქალი  ამბობს, რომ „განსაკუთრებული სასმელი შესთავაზეს“, რისი მიღების შემდეგაც არაფერი ახსოვს. როცა გონს მოვიდა, სულ სხვა სახლში იმყოფებოდა და მასზე სექსუალურად ძალადობდნენ.

ქალი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რამდენმა პირმა გააუპატიურა. უკრაინის მოქალაქემ მეორე დღესვე მიმართა პოლიციას და თუმცა, რა ეტაპზეა გამოძიების საქმე, მისთვის უცნობია.

„უკრაინიდან აგვისტოში ჩამოვედი. მას შემდეგ აქ ვცხოვრობ, გავიცანი მეზობლები, რომლებმაც ახალ წელს დამპატიჟეს. როცა სახლში მივედი, იქ დამხვდნენ მეზობლის მეგობრებიც. ვიქეიფეთ, დავლიეთ, მუსიკას ვუსმენდით. შემდეგ თეთრი ღვინო მოიტანა ჩემმა მეზობელმა და მისი დალევა დავიწყეთ. რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ არაფერი მახსოვს. როცა გავიღვიძე, ფიზიკურ ტკივილს ვგრძნობდი. ჩემს გვერდით მეზობელი შიშველი იწვა და ხელს არ მიშვებდა.  თმას მქაჩავდა და მაუპატიურებდა. მერე მეორე მოვიდა. ტკივილისგან ისევ გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი, სახეზე და სხეულზე ნაიარევები მქონდა.

მეორე დღეს პოლიციის განყოფილებაში მივედი და ყველაფერი მოვყევი. პოლიცია უმოქმედოა“, - აცხადებს უკრაინის მოქალაქე.სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ინტერესებს ორგანიზაცია ,„საფარი“ იცავს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ

🔵„დათას ვაცილებთ ისრაელში“- შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული ბიჭი ისრაელში გადაიყვანეს

🔵„ძალიან არ მიყვარს, როცა ადამიანს ვხვდები და არის მოუვლელი...“ - სალომე გოგიაშვილი

🔵„ყველა ემოცია შენს სახეზეა“ - ორსული ნანუკა გულუა ფოტოს აქვეყნებს

წყარო: batumelebi.netgazeti.ge