თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 8 წლის ბავშვი ისრაელის კლინიკაში გადაიყვანეს.
გაცილების ამსახველ კადრებს ოჯახის ახლობელი აქვეყნებს.
„დათას ვაცილებთ ისრაელში. ხარება დღეს, მადლი ფარავდეს მისი“,- ამბობს ის.
ბავშვს თან ახლავს დედა და მამა, რომელიც ისრაელში დათასთან ერთად გაემგზავრნენ.
ავარიის დროს ბავშვმა ძლიერი ტრავმა მიიღო. მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა და ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაციას. საზღვარგარეთ მკურნალობისთვის და რეაბილიტაციის სრულყოფილად ჩასატარებლად მას დიდი ოდენობის თანხა სჭირდებოდა. 8 წლის დათუნას მთელი საქართველო დაუდგა გვერდით, მას ყველა გულშემატკივრობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵VIDEO: როგორ იწყებს დილას 4 შვილის დედა თაკო ტაბატაძე
🔵„ნუ ვეძებთ მიზეზებს იქ, სადაც საძებარი არ არის... ახლა არ არის კინკლაობის დრო“ - ჯემალ ბაღაშვილი