Digest Logo

„ბათუმში ვიყავი, მამაჩემი რომ გარდაიცვალა... 10-15 წუთის გარდაცვლილი იყო...“ - მერაბ სეფაშვილი მშობლებზე

1679165127
მერაბ სეფაშვილი მშობლებზე

გადაცემა „სთორის“ სტუმარი მომღერალი - მერაბ სეფაშვილი გახლდათ. მან მშობლებზე ისაუბრა და ის ტრაგიკული დღე გაიხსენა, როდესაც ბათუმში იყო და მამა გარდაეცვალა.

„დედას დიდი ვოკალური მონაცემები ჰქონდა. მისი ნიჭიც გამომყვა. ფიზიოლოგიურად სუსტი ყელი ჰქონდა. ადრე დაამთავრა მოღვაწეობა. შიში ჰქონდა, კომპლექსი, რამე არ დამართოდა კონცერტზე. იოგები მალე ეღლებოდა.

რაც შეეხება მამას,  ბათუმში რომ ვიყავი მაშინ გარდაიცვალა. დილით წამოვედი და 10-15 წუთის გარდაცვლილი დამხვდა. ახლა ყველაფერი  მახსენდება, რასაც მეუბნებოდა, რასაც მარიგებდა. მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ყველაფერს იუმორით გეუბნებოდა და მეც ვუგებდი“, - ამბობს მომღერალი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბევრს აინტერესებდა, მე რომ 16 წლის ბავშვი წყლის ჭავლზე ვხტუნაობ, ამ დროს სად მყავს ოჯახი...“ - გოგონა წითელი შარვლით კრიტიკოსებს პასუხობს

🔘„გთხოვთ, შეწყვიტოთ ოჯახის წევრების შეურაცხყოფა! საქართველოს ადგილი ევროპაშია...“ - ქეთი ხატიაშვილი

🔘„კვირაში ერთხელ, საათ-ნახევრით არიგებს ხოლმე ყველაფერზე მოჩხუბარ ქართველებს“ - გია მურღულია