
დაახლოებით 1 წელია მსახიობი გიორგი ყიფშიძე ცოლს ენი გასიევას გაშორდა. მას შემდეგ, სოციალურ ქსელში წყვილის პირად ცხოვრებას საჯაროდ ხშირად განიხილავდნენ და წერდნენ, რომ ენიმ შვილები მიატოვა.
როგორც ცნობილია მსახიობი შვილებს მარტო ზის და მათთან დიდი დროსაც ატარებს.
მსახიობი ამჯერად პოდკასტის „სივრცე ანასტასიასთან“ სტუმარი იყო, სადაც ყოფილ ცოლსა და შვილებთან ურთიერთობაზე ისაუბრა:
„წარმოდგენა არ მაქვს როგორ ვახერხებ, არ ვიყავი ეგეთი. პირველ ორ შვილთან ისეთივე ამაგი მაქვს, როგორც ყველა მშობელს, ხოლო ბოლო ორ შვილს რაც შეეხება, მარტო დავრჩი და მომიწია ამის გაკეთება, მოცემულობა იყო ასეთი. დღემდე ეგრე ვარ, ვიღვიძებ, ბაღში მიმყავს, მერე ტანსაცმელს ვრეცხავ ორ პარტიას, მერე გუშინდელ გაფენილს ჩამოვხსნი, მერე ბავშვები ბაღიდან მოდიან, ვაძინებ, მერე ვაბანავებ და ასე, მთელი რუტინა, რაშიც ქალი უნდა იყოს ჩაბმული - მარტო მიწევს.
რაღაცნაირად ვახერხებ, თეატრშიც მეხმარებიან. ხანდახან ერთი მიმყავს ბაღში, მეორე თეატრში.
ძალიან ძნელი იყო, ჩუმად მეტირებოდა ხოლმე, ბავშვები რომ იძინებდნენ, რა უბედური ვარ -მეთქი.
ახლა მივხვდი, რომ უბედური არ ვარ, გამიმართლა, დამეხმარა ბევრ რამეში შვილების პირისპირ აღმოჩენამ.
სხვათა შორის ნარკოტიკის თემაშიც დამეხმარა.
დედაჩემი ვერ მეხმარება, ლოგინადაა. მამაჩემი დაბერდა და ის მორალურად, მატერიალურად მეხმარება.
მსახიობს არ აქვს ის შემოსავალი, რომ ორი შვილი არჩინოს. სერიალები რომ არ იყოს, არც ვიცი რა მეშველებოდა. დამტოვებელი როგორც ასეთი არ მყავს. ჩემი ყოფილი ცოლის დედა, ანუ ბავშვების ბებია ხანდახან მოდის.
ბავშვების დედა ახალგაზრდაა, პატარაა და კლუბური ცხოვრებით ცხოვრობს. თავად ვერ გაიზარდა ისე, რომ ეს პასუხისმგებლობა აეღო, არც ვაბრალებ და არც არ ვაბრალებ“, - ამბობს გიორგი ყიფშიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უსაყვარლესი წყვილი, ბედნიერებას გისურვებთ“ - ნანუკა გულუა ქმართან ერთად პოზირებს