
ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად, არუნ ხათრი ცოლ-შვილთან ერთად გადაცემას „პოსტ ალიონი“ სტუმრობდა, სადაც ოჯახის შესახებ ისაუბრა:
„უცბად მოხდა ყველაფერი, ღამე კომპიუტერში ვზივარ, ვმუშაობ და უცებ საქართველოს დროშით ვიღაც მწერს ჰელოუ, სკაიპში. არ ვიცოდი საქართველო, ნელ-ნელა ყველაფერი გავიგე, თამთასგან. შემიყვარდა შემდეგ თამთაც და ეს ქვეყანაც, 15 წელია აქ ვარ.
პირველად მე ჩამოვედი საქართველოში, მანამდე 3 თვე ვსაუბრობდით. ქართულის სწავლა პირველივე დღიდან დავიწყე, 6 თვე დამჭირდა ქართულის შესასწავლად ისე, როიმ საზოგადოებაში მელაპარაკა. ინდოელებისთვის სხვა ენის სწავლა ადვილია, თვითონ ინდური რთული ენაა.
ბავშვებს ინდური ესმით, მაგრამ არ ლაპარაკობენ. ოჯახში ჩვენ ქართულად ვსაუბრობთ, იციან ისე ინგლისურიც“, - ამბობს არუნ ხათრი.
ასევე დაგაინტერესებთ: