Digest Logo

„ბავშვებს ნუ წაიყვანთ აქციაზე და ნურც ტელევიზორთან დატოვებთ!“ - ფსიქოლოგის საგანგებო მიმართვა მშობლებს

1733223273
 სტატუსს აქვეყნებს

ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც იგი ამბობს, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების დროა, რომ გამოხატონ სოლიდარობა საპროტესტო აქციების მიმართ“.

იგი მშობლებს მოუწოდებს, არა თუ აქციაზე წაიყვანონ ბავშვები, არამედ ტელევიზიიდანაც არ აყურებინონ მათ არსებული ვითარების ამსახველი ვიდეო მასალებიც.

„ჩემო მეგობრებო, თავს ვაძლევ უფლებას გთხოვოთ, გაგაფრთხილოთ, არ დაგვავიწყდეს გავუფრთხილდეთ ბავშვებს და მათ ფსიქიკას! ვინც მიცნობთ, მჯერა, რომ რასაც ახლა ვწერ მიიღებთ და ემოციურ ფონზე, არ გამიბრაზდებით.

ბავშვი ფაქიზია, ვერ იტევს იმას, რასაც ახლა ვაყურებინებთ, საჭიროა ფილტრი და ისე მიწოდება ინფორმაციის, არათუ, ამ სისასტიკის ცხადად ჩვენება და შესწრება.

მოუყევით, ესაუბრეთ, აუხსენით, მაგრამ, ნუ ანახებთ, ნუ მიგყავთ იქ, სადაც თქვენც არ იცით, შეძლებთ, თუ არა მათ დაცვას.

ისინი აღიქვამენ, გრძნობენ, იმახსოვრებენ, ვერ იტევენ ემოციებს და ფიქრებს, შემდეგ ღამე არ სძინავთ, ნერვიულობენ, საკუთარ დარდს, ვერ, ან არ ამხელენ, შიში და შფოთვა ერევათ, ფერხდება მათი განვითარება, რაც დამიჯერეთ, სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს.

გვერდში მიგულეთ, მკითხეთ, მანახეთ...

ნუ წაიყვანთ აქციაზე და ნურც ტელევიზორთან დატოვებთ!

მიყვარს თქვენი შვილები და თუ, თვლით, რომ უადგილოა ახლა ჩემი მომართვა, არ ვიდარდებ, რადგან ვიცი ჩემი განზრახვა.

მიყვარხართ!“,- წერს მზიკო დალაქიშვილი.