Digest Logo

🎥 „ბავშვი კონტაქტური და ადეკვატურია, ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, მას დაზიანებები არ აღენიშნება“ - ექიმის კომენტარი ნანგრევებიდან ამოყვანილ 3 წლის თაიაზე

1795099642
ანი დალაქიშვილ

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, ანი დალაქიშვილმა განაცხადა, ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ პაციენტს მწვავე ტრავმული დაზიანება არ აღენიშნება.

„რაც  შეეხება სამი წლის გოგონას, როგორც აღვნიშნე, მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც მწვავე ტრავმული დაზიანება არ აღმოჩნდა.

ამ ეტაპზე პაციენტი დაკვირვების მიზნით აგრძელებს მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა ანი დალაქიშვილმა.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს, 19 ნოემბერს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი კლინიკებშია გადაყვანილი, ხოლო ამ დროისთვის ოთხი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 9 საათზე მეტია მიმდინარეობს.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ ფონიჭალაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

🎥 „გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა...“ - როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

🎥 რა ცვლილებები ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 2027 წელს? - თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

✕