ფონიჭალაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ქალი და მცირეწლოვანი მაშველებმა დაღუპული ნანგრევებში იპოვეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი გოგონა ამოიყვანეს. ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს, 19 ნოემბერს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი კლინიკებშია გადაყვანილი, ხოლო ამ დროისთვის ოთხი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 9 საათზე მეტია მიმდინარეობს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რა ცვლილებები ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 2027 წელს? - თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი