Digest Logo

ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაშავდა, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

1678866151
ბათუმი ბულვარი

ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში უბედური შემთხვევის დროს დაშავდა, თურქეთში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს „ევექსის“ კლინიკების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. 

მათივე ცნობით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო.  
 

ბათუმის ბულვარში უბედური შემთხვევა მოხდა. ბულვარში უეცრად მოვარდნილმა ქარმა ბატუტი გაიტაცა, რომელზედაც ბავშვები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად კი ერთი მათგანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის გამოძიების ფარგლებში ერთი პირი - 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ნუცა ბუზალაძე ვალერი მელაძესთან ერთად ამღერდა - რა კადრები ვრცელდება სოცქსელში

🔵როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

🎥 „ბევრს აინტერესებდა, მე რომ 16 წლის ბავშვი წყლის ჭავლზე ვხტუნაობ, ამ დროს სად მყავს ოჯახი...“ - გოგონა წითელი შარვლით კრიტიკოსებს პასუხობს