„ფორმულას“ ჟურნალისტი, რომელიც იმ ადგილზე მუშაობს, სადაც 12 წლის ბავშვი გარდაცვლილი ნახეს, ამბობს, რომ გოგო თავდაპირველად ცოცხალი იპოვეს და მას სასიცოცხლო ნიშნები ჰქონდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„გოგონას ექსპერტიზის ბიუროდან სახლში რამდენიმე წუთში გადმოასვენებენ. როგორც ბაბუა აცხადებს, დაახლოებით, საღამოს 9 საათი იქნებოდა, როდესაც დეიდაშვილთან ერთად სახლიდან გავიდა. კორპუსთან ახლოს არის სკვერი, სადაც ბავშვები თამაშობდნენ, შემდეგ კი დეიდაშვილმა გადაწყვიტა სახლში წასულიყო, ხოლო 12 წლის გოგო დარჩა ადგილზე და გააგრძელა თამაში.
როდესაც გარდაცვლილის დეიდაშვილი სახლში დაბრუნდა, ოჯახის წევრებმა იკითხეს სად იყო 12 წლის გოგონა და სწორედ ამ დროს დაიწყეს ოჯახის წევრებმა მისი მოძებნა. დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში ეძებდნენ.
დაახლოებით ღამის 2 საათზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნახა მიტოვებულ სკვერში. როგორც ბაბუა აცხადებს, იმ დროს ბავშვი ცოცხალი იყო, სასიცოცხლო ნიშნები ჰქონდა, როდესაც ნახეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფები ცდილობდნენ სასიცოცხლო ფუნქციები აღედგინათ, თუმცა გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს“, - ამბობს „ფორმულას“ ჟურნალისტი.
ასევე დაგაინტერესებთ: