დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
არასრულწლოვნის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც მას ექსპერტიზა უტარდება.
👉„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით“
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი ეტყობა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პიარმენეჯერი ავთო დვალიშვილი ეხმაურება.
„იმ კორპუსს ეზო რომ არ ჰქონოდა, ხომ არ ჩავიდოდა ბავშვი და ახლა ხომ ცოცხალი იქნებოდა...
აქამდე მიხაროდა, რომ ეზოიან კორპუსში ვცხოვრობ. ვტრაბახობდი კიდეც, აღარ მინდა ეზო...
ეზოში, სათამაშოდ ჩასული ბავშვი რომ ცოცხალი ვერ დაბრუნდება სახლში, ნამდვილი უბედურებაა...“, - წერს ავთო დვალიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: