
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც ქართული სპორტის განვითარებაზე, მასთან დაკავშირებულ გეგმებსა და ბავშვობის ოცნებებზე ისაუბრა:
„მაქსიმალურად ვცდილობთ დავაფასოთ ყველა ის მიღწევა, რაც აქვს ქართულ სპორტს, ჩვენს სპორტსმენებს, ჩვენს გუნდებს. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში გვინდა მსხვილი ინვესტიციის ჩადება. ეს პირველ რიგში მოიცავს მულტიფუნქციურ სპორტულ ცენტრებს. ჩვენ უკვე დავაანონსეთ 2 მილიარდიანი პროგრამა, უნდა შევიდეთ ყველა მუნიციპალიტეტში და ყველგან უნდა ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე, განსაკუთრებით ბავშვების ჩართვაზე სპორტში.
ძალიან გამიხარდება, თუ რომელიმე შავი სპორტს აირჩევს და წარმატებას მიაღწევს. მხოლოდ დიდი ბედნიერებაა ეს ჩემთვის. ბავშვობაში აქტიურად ვიყავი ჩართული სპორტში და ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო წარმატებული ვყოფილიყავი და პროფესიულ სპორტს გავყოლოდი. ფეხბურთი მივარდა განსაკუთრებით, თუმცა რაგბიშიც დავდიოდი. რთული პერიოდი იყო და მალე მომიწია გერმანიაში წასვლა, თუმცა ეს ოცნება ბავშვობაში მქონდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.