2024 წლის 18 სექტემბერს თბილისში ავთანდილის ქუჩა N8-ში საკუთარ ბინაში ცნობილი ტრანსგენდერი ქალი, 36 წლის კესარია აბრამიძე მეზობლებმა დანით დაჩეხილი იპოვეს. სასამართლო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ქალი სისხლისგან დაიცალა.
კესარიას მკვლელობის საქმეზე კი დაკავებულია მისი მეგობარი - ბექა ჯაიანი.
კესარიას დედა შვილის მკვლელობის შემდეგ პირველად გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში. გულისა აბრამიძე კესარიას ბავშვობას იხსენებს:
„მიხაროდა რაღაცნაირი რომ იყო. ძალიან თბილი და განსხვავებული. ყველა ოჯახის წევრთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა. ყველას დეტალებში აკვირდებოდა. მამამისიც ჩვეულებრივად იღებდა ამბავს. თავდაპირველად ვერ ხედავდა, რადგან მუშაობდა, თუმცა მის სტილს და პიროვნებას მიეჩვია. ბავშვობიდან ჩავუთვალეთ ნორმად. ზოგს არ მოსწონდა, მაგრამ ჩვენ ჩუმად ვიყავით. მას ასე უნდოდა. როცა ბედნიერია შენი შვილი ყველაფერს აკეთებ მისთვის. შინაგანად ჩვენ ასეთები ვართ საერთოდ, დამთმობი თბილი და თავისუფალი“, - ამბობს გულისა აბრამიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რადგან გარშემო ბევრი ბოროტი ადამიანია, ჩემს პირადს ვმალავ...“ - ნეკა დოროყაშვილი
🎥 „გაუთვალისწინებელი შემთხვევები ისტორიებს ქმნის...“ - რა კადრებს აქვეყნებს რომან დოლიძე