Digest Logo

„ბავშვობიდან ჩემი კერპია...“ - გიორგი ქოჩორაშვილმა საყვარელ ფეხბურთელზე ისაუბრა

1750833248
გიორგი ქოჩორაშვილი

გიორგი ქოჩორაშვილმა დატოვა „ლევანტე“ და ძალიან მალე იგი „სპორტინგს“ შეუერთდება. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად ქართველმა შუახაზელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი საყვარელი მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუ არის. შეგახსენებთ, ლეგენდარული პორტუგალიელი ფორვარდი სწორედ ლისაბონელთა აღზრდილი არის.

„როდესაც გაჩნდა „სპორტინგის“ ვარიანტი, ერთადერთი რაც ვითხოვე „ლევანტესთან“ ერთად სეზონის დასრულება იყო. გადავდივარ კლუბში, რომელიც თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე და ზედიზედ 2-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონი გახდა. სიმართლე გითხრათ, მე უკვე მე-3 ჩემპიონობაზე ვფიქრობ.

ბავშვობიდან ვიცოდი, თუ როგორი დიდი ფეხბურთელები აღზარდეს ლისაბონელებმა. პირველ რიგში, რონალდუ - ჩემი კერპი პატარაობიდანვე. მახსოვს, 2012 წელს კრიშტიანუ ჩამოვიდა საქართველოში და ეს წარმოუდგენელი გრძნობა იყო. 12 წლის შემდეგ, პორტუგალიელ ფორვარდს ევრო 2024-ზე 2:0 მოვუგეთ“,- ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა გავლენას ახდენს სტრესი კანზე? - ზაზა თელიას განმარტება

⭕„საბა ერთი თვის“ - მარიამ ელიაშვილი ვაჟთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

⭕მიქაუტაძის „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამო საფრანგეთის ლიგა 2-ში დააქვეითეს

წყარო: lagazzetta.ge