ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების დაჯილდოებას ითვალისწინებს, BBC წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაკრებს პორტუგალიაზე გამარჯვების შემდეგ 8,4 გირვანქა სტერლინგს (30 მილიონ ლარს) გადასცემს. ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის დამარცხების შემთხვევაში კი გუნდი დამატებით 30 მილიონ ლარს მიიღებს.
ცნობისთვის, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს 30 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე, კიოლნში გამართავს. ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რა გვერდითი ეფექტები ახლავს ჯადოს და რატომ მიიჩნევა ის მთავარ ბოროტებად
⭕ „უნიჭიერესი და ულამაზესი ხარ“ - ხატია ბუნიათიშვილი წითელ კაბაში პოზირებს