Digest Logo

„ბევრ რამეში ვარ დამნაშავე... მარტივი, ზედაპირული რაღაცები რომ გროვდება, მერე ჩადიხარ ფსკერზე და იქ ფართხალებ“ - რუსკა მაყაშვილი განქორწინებაზე

1779913590
რუსკა მაყაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი გასულ წელს, მეუღლეს, სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეს დაშორდა.

მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩნდებიან და დიდი პოპულარობით სარგებლობენ. 

რუსკა ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი იყო, სადაც განქორწინებაზე ისაუბრა:

„მარტივი, ზედაპირული რაღაცები რომ გროვდება, მერე ძალიან ცუდი რაღაც ხდება, ემატება, ემატება, ჩადიხარ ფსკერზე და იქ ფართხალებ.

ერთადერთი რაც მაკავებდა ის, რომ არასდროს წარმომედგინა, ტვინში არ მქონდა დაშვებული, რომ ბებიაჩემი მოკვდებოდა და მეორე არასდროს მქონდა დაშვებული, რომ ოჯახი დამენგრეოდა. უცნაურად მქონდა ეს ორი რაღაც ჩაკეტილი.

ვერ ვიტყვი, რომ მე არ ვარ დამნაშავე, ბევრ რამეში ვარ დამნაშავე, იმიტომ, რომ მეც ვარ დამნაშავე და ისიც ბევრ რამეშია დამნაშავე და ტოქსიკური გახდა ეს ყველაფერი და როდესაც უკვე ბავშვებიც გრძნობენ ამას, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ხდება, მათი ტრავმები. ამის შიშში ვიყავი 4 წელი, დალაგდება, ბავშვებმა არ ინერვიულონ და ბოლოს მივხვდი, ერთხელ ცხოვრობ და რატომ არ უნდა იყო ბედნიერი, რატომ არ უნდა იყოს ის ბიჭიც კარგად და მეც“, - ამბობს რუსკა მაყაშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შური აზიანებს იმ ადამიანს ვისაც შურს, ასევე იმასაც, ვისიც შურთ...“ - ნინა სუსლოვა

🎥 „წარმატება მოდის მაშინ, როცა შრომობ, აკეთებ, მუშაობ საკუთარ თავზე და ერთადერთ შვილს ვფიცავ, არასდროს შემშურდება“ - ინდირა ჯგერნაია

🎥 „კონკურსები საერთოდ ისეა მოწყობილი, გასწავლის შურს, კონკურენციას და ამაზეა ყველაფერი დაფუძნებული“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი