გადაცემა „პრაიმ შოუმ“ ეთერი ერთ-ერთ სკანდალურ და აქტუალურ თემას, შურს დაუთმო. ტელეწამყვანებმა სტუმრებთან ერთად განიხილეს, რატომ ჩნდება უცნაური ფარული კმაყოფილება, როდესაც ვინმე მარცხდება და როგორ ანგრევს შური წლების განმავლობაში ნაშენებ ნდობას.
გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი მომღერალი ინდირა ჯგერნაია იყო, სადაც შურზე ისაუბრა:
„ბევრი ადამიანი იყო ჩემს ირგვლივ, ვინც დღეს აღარ არიან და ალბათ იყვნენ გაკვეთილები, რაც მივიღე ჩემს ცხოვრებაში და ვუსურვე წარმატება.
შურიანი არ ვარ, ერთადერთ შვილს ვფიცავ, არასდროს შემშურდება შენი წარმატება, რადგან ვიცი რამდენ ენერგიას დებ, რამდენ ღამეს ათენებ... გულით გამიხარდება ნებისმიერი ადამიანის წარმატება, რადგან წარმატება მოდის მაშინ, როცა შრომობ, აკეთებ, მუშაობ საკუთარ თავზე და გვიყვარდეს ერთმანეთი“, - ამბობს ინდირა ჯგერნაია.
ასევე დაგაინტერესებთ: