Digest Logo

🎥 „ბევრი დრო არ მაქვს დარჩენილი...“ - ილია თოფურია სამომავლო გეგმებზე

1781103767
ილია თოფურია

UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია Setanta Sports Georgia-სთან საუბრობს, სადაც აქცენტები „თეთრი სახლის“ მოახლოებულ ბრძოლასა და სამომავლო გეგმებზე გააკეთა.

ილია თოფურიამ ისაუბრა ოჯახზეც და აღნიშნა რომ ჰუგო თოფურია მისი ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარია:

„ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა, მომზადებულად ვგრძნობ თავს. მგონი ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთ საუკეთესო მომენტში ვარ. მზად ვარ კვირის ბრძოლისთვის.

შვილი მამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ცხოვრებაში. განსაკუთრებული ბავშვია, საოცარი ენერგიით. ცუდად ჟღერს ხოლმე რომ იძახიან შვილებზე, თუმცა ეს ასეა. მომზადების პროცესში ყოველთვის მნიშვნელოვანია შვილები.

ჯასტინი მთელ მოსამზადებელ პროცესში იძახდა, რომ წინ ივლიდა, თუ ამას გააკეთებს, დარწმუნებული ვარ, რომ 2 წუთზე ნაკლებში ჩავუშლი გეგმებს. არმან ცარუკიანი კი თავისი განცხადებებით უფრო და უფრო ამტკიცებს რომ დებილია, სოფლელია. 

არ ვიცი რა მწვერვალი დამრჩა. ადრე უფრო ვფიქრობდი ამაზე. ახლა ვცდილობ რომ ყველა მომენტით დავტკვბე ოჯახთან და ჩემ გუნდთან ერთად. საიდუმლო არ არის რომ ბევრი დრო არ მაქვს დარჩენილი სპორტში. მაქსიმუმ 2-3 წელიწადი კიდევ და მერე სხვა ილიასაც გავიცნობთ“, - აღნიშნა ილია თოფურიამ.

ცნობისთვის, ილია თოფურიას ოქტაგონზე 14 ივნისს, თეთრი სახლის მთავარ ღონისძიებაზე ვიხილავთ. იგი ამერიკელ ჯასტინ გეიჯს დაუპირისპირდება. ილია თოფურია ოჯახთან ერთად უკვე ვაშინგტონში იმყოფება.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაზე ლამაზი“ - გიორგი სარდალაშვილის მეუღლე საორსულე ფოტოსესიიდან კადრებს ავრცელებს

🎥 „დედის რძეში იმ დაავადებების წინააღმდეგ ანტისხეულებია, რომლებსაც დედა სიცოცხლის განმავლობაში შეხვედრია“ - ლია ოტიაშვილის რჩევები ახალბედა დედებს

⭕ „რა ფორმები გაქვს“ - რა კადრებს აქვეყნებს ევა ბარბაქაძე