Digest Logo

„მოსალოდნელია მზიანი და ცხელი ამინდი, ტემპერატურა +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს“ - კობა ფარტენაძე

1718168754
კობა ფარტენაძეკობა ფარტენაძე

 მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე  სოციალურ ქსელში უახლესი დღეების ამინდის პროგნოზზე წერს.

„მომდევნო 4 დღე ხასიათდება ძლიერი მეტეოროლოგიური დიქოტომიით ჩვენს ქვეყანაში. თუ, ერთის მხრივ, ჩვენ ვიპოვით გამოხატული არასტაბილურობის კონტექსტს აღმოსავლეთ საქართველოში, მეორეს მხრივ, იქნება ნამდვილი ზაფხულის ამინდი მზითა და სიცხით დასავლეთში.

უფრო კონკრეტულად: მიმდინარე კვირის სამუშაო დღეებში - აღმოსავლეთ საქართველოში მზიან დილასა და შუადღეს წვიმიანი საღამო შეცვლის, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე სეტყვა და ელჭექი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა +31, +33 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოში - საპირისპირო სიტუაცია გვექნება, ძირითადად, მოსალოდნელია მზიანი და ცხელი ამინდი, ტემპერატურა +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს.

სანაპირო კურორტებზე - მზიანი დღეები გვექნება, ტემპერატურა +30, +32 გრადუსი.ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე უახლოვდება კომფორტულ ნიშნულს, ამჟამად წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია.მზის ულტრაიისფერი ინდექსიც მაღალი გვაქვს, ამიტომ მზეზე დიდხანს ყოფნის დროს გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალებები“, - წერს კობა ფარტენაძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ლაზარეს შეწყალებით, მან სრული იგნორირება გააკეთა პოლიციელების, იმ ადამიანების, ვინც 24 საათი იცავს ჩვენს სახელმწიფოს“ - გიორგი აბდალაძე სალომე ზურაბიშვილზე

⭕🎥 „ძალიან უცნაური განცდა მაქვს, პირველად მაცვია ნუცას ქვედაბოლო, მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა...“ - მაია ასათიანი შვილზე

⭕„ან ვენდობი ადამიანს, ან არა... არაფრის მომცემია უმიზეზო ეჭვიანობა“- რუსკა ქარქაშაძე გამომწერების შეკითხვებს პასუხობს