Digest Logo

🎥 „ბილეთზე, რითაც საფრანგეთში გუბერნატორთან ერთად ვიყავი წასული, მედავებოდნენ, ეს თეატრის ფულით იყიდეო“ - როგორ მოექცა „ნაციონალური მოძრაობა“ ვანო იანტბელიძეს

1751400161
ვანო იანტბელიძე

თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე, რომელიც საპატიო ჯილდოს - მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენის მფლობელია, გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარი იყო, სადაც მან პროფესიაზე, პირად ცხოვრებასა და სირთულეებზე ისაუბრა.

როგორც მისი საუბრით ირკვევა, წინა ხელისუფლებამ იგი თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, თეატრიდან სკანდალური გათავისუფლებით დასაჯა:

„შემოთავაზებული მქონდა დეპუტატობა. მაშინ ჯერ მიშას მთავრობა არ იყო მოსული. 3 დღე არ მასვენებდნენ, ვუთხარი, ვერ ვუღალატებ ხალხს, რომელსაც ყოველდღე ვეფერები, ყოველდღე მაქვს ურთიერთობა და პარლამენტშიც არ გამოგადგებით -მეთქი, რადგან თქვენს დირექტივებს ვერ შევასრულებ -მეთქი. 

მერე მოვიდნენ ხელისუფლებაში, დამიწყეს პინგ-პონგი. შემოიყვანეს ფინანსური ამბები, ბილეთზე, რითაც საფრანგეთში გუბერნატორთან ერთად ვიყავი წასული, მედავებოდნენ, ეს თეატრის ფულით იყიდეთო“, - ამბობს ვანო იანტბელიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

მეგაშოუს „საქართველოს ხმა“ გამარჯვებული აჩი ჯაიანი გახდა

„მიყვარხარ, დე“ - მარიამ ელიეშვილის შვილი 1 თვის გახდა

🎥 „ყველაზე ტკბილია სოფელი, ბებო, ოჯახი და ასეთი საღამოები“ - მალიბუ ტუღუშის ემოციური ნამღერი