Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 8 ივნისს საქართველოში

1780894559
ამინდი

8 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. მზე იქნება

ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +29, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც მზეა, +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +26 იქნება დღისით, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში, დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 3 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +17 ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ორი ცოლ-ქმარია გარდაცვლილი და ერთი გოგონა... მეგობრის გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ“ - ლისის ტბის მიმდებარედ მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

⭕„ყველას აკრიტიკებს და ყველას ლანძღავს, ჩასაფრებულია ვის რა შეეშლება და ვინ რა შეცდომა დაუშვებს“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

⭕„სითბოს და სიყვარულს ასხივებთ მუდამ“ - ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი კვიპროსიდან ფოტოებს გვიზიარებენ