რამდენიმე დღის წინ მოდელმა კესარია აბრამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საჩუქრად ბინა მიიღო: „ქმარმა ბინა მაჩუქა, ოღონდ ვისმა ქმარმა, არ გეტყვით. მომილოცეთ მეორე ბაითი“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ კესარია აბრამიძეს ესაუბრა.
„ეს უკვე მეორე ბინაა, რომელიც საჩუქრად მივიღე. წინა - მეუღლემ მაჩუქა, გამირემონტა კიდეც. ვერ დაგიკონკრეტებთ, ეს ბინა ვინ მაჩუქა, მეგობარი მამაკაცია. ბინა ქალაქის ცენტრში, საბურთალოზე მდებარეობს. მანამდე, 3 თვით ადრე საჩუქრად მანქანა მივიღე. ამ დღეებში გაფორმებას ვაპირებ. ძალიან ლამაზი, კარგი სახლია“, - ამბობს კესარია აბრამიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„აი, ამიტომ ავირჩიე ნომერი 77“ - ხვიჩა კვარაცხელია თავის სათამაშო ნომერზე
წყარო: primetime.ge