Digest Logo

🎥 „ბიორევიტალიზაცია და მეზოთერაპია წლებია არ გამიკეთებია, თუმცა, როცა შეგვიძლია საკუთარ თავს ვასიამოვნოთ სარკეში, რატომაც არა“ - მარინა კახიანი სილამაზეზე

1709713589
მარინა კახიანი

თეონა თავართქილაძის რუბრიკის Beauty Box - სტუმარი მსახიობი მარინა კახიანი იყო, სადაც მან სილამაზესა და თავის მოვლის პროცედურებზე ისაუბრა. 

მსახიობმა ასევე გაიხსენა საკუთარი დედა, რომელიც თავადვე ქმნიდა სახის ნიღბებს, რადგან იმ პერიოდში არ არსებობდა თავის მოვლის საშუალებები.

„ჯერ ერთი არ ვარ ისეთი ადამიანი, რომ ვინმე აზრს ეკითხებოდეს თუ როგორ მოუაროს თავს. ცოტა ზარმაცი ვარ, ვერ ვიტყვი, რომ თავს საერთოდ არ ვუვლი. 

დედაჩემი, მაშინაც კი, როდესაც არ არსებობდა ამდენი თავის მოვლის საშუალებები, თავისთვის აკეთებდა ნიღბებს. ბიორევიტალიზაცია და მეზოთერაპია წლებია არ გამიკეთებია, თუმცა რაღაცებს ვიკეთებ. 

რა თქმა უნდა, ქალმა უნდა მოუაროს თავს. იყო რაღაც პერიოდი, 20-25 წლის წინ, როდესაც ევროპის ნაწილმა ქალებმა გადაწყვიტეს, რომ თავის მოვლა არ არის საჭირო და ბევრი არც თმას იღებავდა და არც მაკიაჟს იკეთებდა.

როდესაც დღეს შეგვიძლია ცოტა დიდხანს ვიყოთ ახალგაზრდები, როცა შეგვიძლია საკუთარ თავს ვასიამოვნოთ სარკეში, რატომაც არა“, - ამბობს მარინა კახიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„პირველი რაც ფბ გათიშვისას გავიფიქრე Feedc Georgia-ზე, ალბათ მთელს საქართველოს შემოიყვანდა და აღარც გაუშვებდა“ - ნათია მიქიაშვილი ნიკო კვარაცხელიაზე

🎥 „ვცდილობ, ვიყო ისეთი მოსიყვარულე და თავდადებული, როგორიც თავად იყო... ნეტავ იმ დროს“ - როგორ იხსენებენ შვილიშვილები გენიალურ სესილია თაყაიშვილს

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 10 მარტის ახალი მთვარე ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებებსა და სიახლეებს მოუტანს