გენიალური სესილია თაყაიშვილის გარდაცვალებიდან 40 წელი გავიდა.
თავმდაბლობით გამორჩეულ მსახიობს სესილია თაყაიშვილს საკუთარ ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარდა. როდესაც მის კინო პერსონაჟებს უყურებ, ვერც იმას წარმოიდგენ, რომ გენიალური მსახიობი ახალი როლის დაბადების წინ ბევრს ნერვიულობდა.
„ჩემზე ხმებია დარხეული, რომ ყველაზე ჭირვეული ვარ, რომ ხშირად უარს ვამბობ შემოთავაზებულ როლზე. მსახიობის შემოქმედება ძალზე რთულია, ეს ყოველთვის მაშინებდა მე. ამიტომ ძნელად ვთანხმდები ახალ როლს, რადგან მეშინია ვაი თუ ვერ გავაკეთო ის, რაც მე მინდა. ხშირად მიხდება კონფლიქტი რეჟისორსა და ჩემს თავთან. იწყება უძილო ღამეები, განა ეს ჭირვეულობაა? მე მგონია არა“, - ამბობდა სესილია თაყაიშვილი.
სესილია თაყაიშვილის გახსენება მის ნამდვილ შვილიშვილს ნატა გოძიაშვილს ვთხოვეთ. რას ეტყოდა ის ბებიას, ასეთი პასუხი გაგვცა:
„იმდენ რამეს ვეტყოდი, იმდენი რამე მოხდა მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში, ჯერ ერთი, რომ 4 შვილიშვილის ბებია გავხდი, ვცდილობ ვიყო ისეთი მოსიყვარულე და თავდადებული, როგორიც თავად იყო. ნეტავ იმ დროს, სესილია ცოცხალი და ჩემს გვერდით რომ იყო. სულ ვფიქრობ და ვნატრობ, ჩემი 4 შვილიშვილიდან ნუთუ ერთ-ერთში მაინც არ გამომჟღავნდება სესილია თაყაიშვილისა და ვასო გოძიაშვილის გენი“, - ამბობს ნატა გოძიაშვილი.
„ხანდახან რეკავდა ხოლმე ჩემთან, მეუბნებოდა ეს წამალი დამინიშნეს. ვეუბნებოდი, თუ დაგინიშნეს უნდა მიიღო -მეთქი. მანანა თუ აიღებდა ყურმილს, ეუბნებოდა სად არის ჩემი „დურაკი“ შვილიშვილიო“, - ამბობს სერგო ორჯონიკიძე.
სიუჟეტის სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/GoodMorningGeorgia/videos/725240529414395/
აგრეთვე დაგაინტერესებთ: