Digest Logo

„ბოდიში უნდა მოიხადოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების წინაშე! აუტისტები არიან უჭკვიანესი და უთბილესი ადამიანები!!“ - „ერთად დავძლიოთ აუტიზმის“ დამფუძნებელი ეკა სეხნიაშვილი გიორგი ვაშაძეს მიმართავს

1718886665
ეკა სეხნიაშვილი

აუტისტ მშობელთა საზოგადოებრივი გაერთიანების თავმჯდომარე, ორგანიზაცია „ერთად დავძლიოთ აუტიზმის“ დამფუძნებელი ეკა სეხნიაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ვაშაძემ სატელევიზიო ეთერში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენია.  

როგორც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობელი და მათი უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი მიმართვაში წერს, ვაშაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების წინაშე.

ამასთან იგი, სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს მიმართავს.

„ვინც არ უნდა იყოს, პატივისცემის მიუხედავად, ბოდიში უნდა მოიხადოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების წინაშე!!

მე როგორც აუტისტების უფლებადამცველი და აუტისტის დედა, ვგმობ აუტისტების დამამცირებელ მოხსენიებას!!!

აუტისტები არიან უჭკვიანესი და უთბილესი ადამიანები!!

ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები და მათი შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიება არის დაუშვებელი და ეწინააღმდეგება ევროპულ ფუნდამენტურ ღირებულებებს !!!!

Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე Levan Ioseliani მივმართავ სახალხო დამცველს და გიორგი ვაშაძეს, პოლიტიკოსების მხრიდან დაუფიქრებელ განცხადებებს მოჰყვება საზოგადოების არასწორი ინფორმირება და აუტისტების გარიყვა სამოქალაქო საზოგადოებიდან“,- აღნიშნავს ეკა სეხნიაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში.

ამავე თემაზე:

⭕ „ბოდიში მოიხადონ საზოგადოების, აუტისტური სპექტრის ბავშვებისა და მათი მშობლების წინაშე“ - ნეირობალანსირების ცენტრი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე