ნეირობალანსირების ცენტრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ვაშაძემ სატელევიზიო ეთერში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენია.
ნეირობალანსირების ცენტრის განცხადების თანახმად, აუტისტური სპექტრი არ არის სალანძღავი სიტყვა, ეს არის მდგომარეობა.
ნეირობალანსირების ცენტრი ვაშაძისგან და, ასევე, ტელეწამყვანისგან აუტისტური სპექტრის ბავშვებისა და მათი მშობლების წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
„ჩვენი ცენტრის სახელით ვეხმაურებით გიორგი ვაშაძის შეურაცხმყოფელ განცხადებას. მან აუტისტად მოიხსენია პრემიერი, აშკარა შეურაცხმყოფელი ტონით. ჩვენი ცენტრის სახელით, მოვითხოვთ პოლიტიკოსისგან, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ სახელმწიფო მართოს, ასევე ტელეკომპანიისგან, რომლის წამყვანმაც კომენტარის გარეშე გაატარა ეს მიუღებელი ტონი, ბოდიში მოიხადონ საზოგადოების, აუტისტური სპექტრის ბავშვებისა და მათი მშობლების წინაშე.
აუტისტური სპექტრი არ არის სალანძღავი სიტყვა, ეს არის მდგომარეობა…
ჩვენი ცენტრის სახელით მივმართავთ ჩვენს და მთელი საქართველოს აუტისტური სპექტრის ბავშვებს , თქვენ ხართ განსაკუთრებული ადამიანები და ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ“, - აღნიშნულია ნეირობალანსირების ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გიორგი ვაშაძის მიერ „აუტისტის“ სალანძღავ სიტყვად გამოყენება არის ფსკერი“ - რატი იონათამიშვილი
🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი 20-24 ივნისის დღეები - „დედის დალოცვა აუცილებლად სრულდება“