1942 წლის 11 მარტს დაბადებული ალექსანდრე ბასილაია 11 მარტს 82 წლის გახდებოდა. ქართველი კომპოზიტორი და ანსამბლ „ივერიის“ სამხატვრო ხელმძღვანელი საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდი სიყვარულს იმსახურებდა.
გარდაცვლილი კომპოზიტორი ბესო კალანდაძემ გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ გაიხსენა.
„ბოლო ადამიანი ვიყავი ვინც ბასილაია ცოცხალი ნახა“, - ამბობს ბესო კალანდაძე.
ცნობისთვის, ალექსანდრე ბასილაიამ 1967 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორია. 1963 წლიდან იგი მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან კი იყო ანსამბლ „ივერიის“ ხელმძღვანელი და სოლისტი.
ალექსანდრე ბასილაია არის არაერთი საესტრადო სიმღერის ავტორი.
მათ შორის აღსანიშნავია „სიყვარულის ზღაპარი”, „გულო, ჩადექ საგულესა”, „ახალგაზრდული”, „მოგონებანი”, „სიმღერა საქართველოზე”, „თეთრი ფიფქები” და სხვ. ანსამბლ „ივერიისთვის” კომპოზიტორმა დაწერა მიუზიკლები: „ჩხიკვთა ქორწილი” (1979), „არგონავტები” (1980), „შლაგერი, შლაგერი” (1985), „თოვლის ბებოს ზღაპარი” (1986), „ფიროსმანი” და სხვ.
„ივერიასთან“ ერთად ალექსანდრე ბასილაიამ უამრავი კონცერტი გამართა, როგორც ყოფილი სსრკ-ის, ასევე სხვა ქვეყნებში (პოლონეთი, ბოლივია, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, კუბა, მექსიკა, პორტუგალია).
2017 წელს სახელმწიფო ფილარმონიის წინ გაიხსნა ალექსანდრე ბასილაიას სახელობის ვარსკვლავი. ამავე წელს თბილისში, საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა მისი სახელი.
ალექსანდრე ბასილაიას1987 წელს მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 2002 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
დიდი კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია 2009 წლის 3 ოქტომბერს გარდაიცვალა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: