Digest Logo

ბრალი წაუყენეს ცოლ-ქმარს, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, შშმ ქალს მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა

1738837414
პროკურატურის შენობა

პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით, თბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს.

ისინი 40 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს სხვადასხვა კაცისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ, მას უსწორდებოდნენ ფიზიკურადაც და სძალავდნენ ფულს.

დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საქმეში ფარული ჩანაწერებიც დევს.