Digest Logo

🎥 ბრძოლა გადარჩენისთვის - ბორჯომში ხანძრისას გადაღებული შოკის მომგვრელი კადრები (ფოტორეპორტაჟი)

1661500639
ხანძარიბორჯომში

ზუსტად ერთი კვირაა ბორჯომის უნიკალურ ტყეებში ხანძარს ებრძვიან. სტიქიის მეშვიდე დღეს, 24-საათიან რეჟიმში, იქ ისევ ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძარი ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ისევ აგრესიულად უტევს.

ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. რეალობის დასანახად და საზოგადოებისთვის ფოტო-ვიდეო მასალად გადასაცემად ფოტო და ვიდეოგრაფები სხვადასხვა ადგილებიდან დაიძრნენ და ხანძრის შუაგულში ჩავიდნენ.  მათ შორისაა ნიკა კახეთელიძე და სოსო ლომიძე.

„მე სიცოცხლით გავრისკე ეს ყველაფერი თქვენთვის რომ მეჩვენებინა. გენახათ რეალობა, რომლის წინაშეც მე, შენ და ჩვენ ყველა ვდგავართ.

ბოლომდე უყურეთ საშინელებაა. გააზიარეთ, რომ ეს ვიდეო ყველამ ნახოს თუ რა შედეგი მოაქვს დაუდევრობას.

როგორც გინდათ ისე დაარქვით ამ საშინელებას, გინდათ ადამიანური გინდათ ცხოველური და რაც გინდათ ჩვენ ვდგავართ უდიდესი გამოწვევის წინაშე, რომელსაც ვერ ვუმკლავდებით. ერთი კერა რომ მიიძინებს, მეორე ღვივდება. ბიჭები გაუჩერებლად მუშაობენ და შედეგი მცირეა მდგომარეობას ართულებს ქარი და ტემპერატურის ზრდა“, - წერს ვიდეოგრაფი ნიკა კახეთელიძე.

 

 

ცნობისთვის, ფიჭვის, სოჭისა და ნაძვის წიწვოვან ტყეს, ახლა ცეცხლი უკვე ახალციხის მუნიციპალიტეტშიც უკიდია. თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, წითელ ზონას ცეცხლის პერიმეტრი არ სცდება.

ბოლო მონაცემებით, ოფიციალურად, ახალციხე-ბორჯომის გზაზე ცეცხლი 150 ჰექტარ ტყესაა მოდებული. მათ შორის არის ფოთლოვანი და წიწვოვანი ნაწილი. ბორჯომში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ისევე როგორც ზარალის ოდენობა, უცნობია.

ფოტოები: დათო ლომიძე და ნიკა კახეთელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ერთი კი არა, მინიმუმ სამი ადამიანია ამ დაუდევრობის მსხვერპლი და ყველაზე უკანასკნელი აქ ბადრაგია დამნაშავე“ - ანა მიქაძე გარდაცვლილ პატიმარზე

🔘შორენა ბეგაშვილმა ლუვრის მუზეუმი მოინახულა - ფოტოები

🔘„ეს „მარადონაზე“ ხვიჩა კვარაცხელიას დიდების პირველი საღამოა, ისტორია უკვე კალმით იწერება, ცისფერ ცაზე ვარსკვლავი დაიბადა...“ - რას წერს „ნაპოლის“ ოფიციალური გვერდი