Digest Logo

🎥 „ბუზი სახლში რომ დაბრუნდება მოჰყვება, რომ ეს სამყარო ნაგავია, ფუტკარი კი იტყვის, სულ ყვავილებია... რასაც ეძებ, აუცილებლად იპოვი!“ - მარინა კაჭარავა

1794381497
მარინა კაჭარავა

მარინა კაჭარავა არის ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი და ადიქციის კვლევისა და კონსულტაციის ცენტრის დამფუძნებელი. იგი აქტიურად მოღვაწეობს საგანმანათლებლო და კლინიკურ სფეროში, არის არაერთი საჯარო ლექციისა და კურსის ავტორი.

იგი პოდკასტში „სტუმრად ანნასთან“ ფუტკარისა და ბუზის მაგალითზე ადამიანის ხედვას განიხილავს:

„ფუტკარი და ბუზი სახლში რომ დაბრუნდებიან, ბუზი მოჰყვება, რომ სულ ნაგავია ეს სამყარო და ფუტკარი მოჰყვება, რომ სულ ყვავილები და სურნელებაა. რასაც ეძებ, იმას აუცილებლად იპოვი! 

თუ ადამიანში კარგს ეძებ, იმას იპოვი, ბუნებრივია და ურთიერთობისთვის შეიძლება არ გიშველოს არაფერმა, მაინც გაფუჭდეს ურთიერთობა.

„მე ვეცადე, მაგრამ არ გამომივიდა“, მაგრამ ის, რომ მე ვეცადე, ეს სიმშვიდის მომგვრის, მე ხომ პირდაპირ ხელი არ მიკრია, მე ბევრი ვეცადე. ვეცადე ამ პატივისცემის ნაწილში, შეიძლება იყოს შეგონებაც, შეიძლება ჩემი აზრის გამოთქმა და ამ ყველაფრის უფლება მე მაქვს. „მე“ ფორმით, „მე ასე ვფიქრობ“, „მე ასე მგონია“, „მე ასე ვხედავ“ - ამას მე ვინ დამიშლის?“, - ამბობს მარინა კაჭარავა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ აღნიშნა ევა ბარბაქაძემ 25 წლის იუბილე - კადრები დაბადების დღის წვეულებიდან

🎥 ავარია რუსთავში - დაშავდა 4 ადამიანი

🎥 „უკანონოდ მოიპოვა და ტელეფონში ინახავდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოს“ - რა მოხდა კახეთში

✕