Digest Logo

🎥 „უკანონოდ მოიპოვა და ტელეფონში ინახავდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოს“ - რა მოხდა კახეთში

1794378092
დაკავება კახეთში

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოს, რაც უკანონოდ გაავრცელა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის თვალებზე ზრუნვა და რას ვერ ამჩნევენ მშობლები - მხედველობასთან დაკავშირებული მითები და რეალობა

🎥 რატომ იქცა 11 ნოემბერი შოპინგის მსოფლიო დღედ - როგორ შევიძინოთ სასურველი ნივთები ხელმისაწვდომ ფასად

⭕„ყველაფერი ჩახუტებით, კოცნით და კეთილი დამოკიდებულებით მოვაგვაროთ“ - თაკო მელიქიშვილი 11 ნოემბრის ენერგიებზე

✕