მსახიობის და ტელეწამყვანის, შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე 25 წლის გახდა.
მან დაბადების დღე მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა.
სადღესასწაულო წვეულებას 5 სართულიანი, ოქროსფერი ტორტი ამშვენებდა.
ევას გვერდს მისი შეყვარებული უმშვენებდა, რომელმაც სხვა საჩუქართან ერთად, რესტორანში დიდი ზომის, ოქროსფერი, გულის ფორმის ბუშტი მიუტანა.
ცნობისთვის, ევა ბარბაქაძე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან, მკვეთრად დრამატული მოვლენების ფონზე მოექცა. რამდენიმე წლის წინ, უმძიმესი უბედური შემთხვევის შედეგად, როდესაც ის მე-5 სართულიდან გადმოვარდა, ახალგაზრდა გოგომ რთული სამედიცინო კრიზისი და მძიმე რეაბილიტაცია გადაიტანა.
დღეს ევა უკვე 25 წლისაა. იგი აქტიურად ჩანს სოციალურ ქსელებში, სადაც ხშირად აქვეყნებს კადრებს პირადი ცხოვრებიდან და მოგზაურობიდან.
ნახეთ, ფოტოები 👇





ასევე დაგაინტერესებთ: