Digest Logo

🎥 „ბზიკების“ შთამბეჭდავი გამოსვლა ევროვიზია 2026-ის ნახევარფინალში

1778616060
ბზიკები

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა.

ჯგუფი „ბზიკები“ მე-6 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა On Replay შეასრულა.

დღევანდელ შოუზე გამოვლინდება, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გადავლენ ფინალში.

ევროვიზია 2026-ის პირველ ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგება. პირველ ნახევარფინალში ასევე მონაწილეობს „დიდი ოთხეულის“ ორი ქვეყანა: გერმანია და იტალია.

წლევანდელი, 70-ე ევროვიზია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტარდება.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ტრადიციულად „პირველი არხის“ ეთერში გადაიცემა.

2026 წლის კონკურსი 12, 14 და 16 მაისს გაიმართება. ევროვიზიაზე წელს სულ 35 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ძლიერი ქარი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

🎥 ბანანი მალე რომ არ გაშავდეს და არ დალპეს, ეს უნდა სცადოთ! - ირაკლი არაბული შენახვის წესს გვასწავლის

⭕რა არის ჰანტავირუსი და გვემუქრება თუ არა კიდევ ერთი პანდემია?