Digest Logo

🎥 „ბზობას“ ხალხურად ვუწოდებთ, სინამდვილეში მას ჰქვია მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში, ცოტა პარადოქსულია...“ - დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი

1744462029
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი

ხვალ, 13 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ.

დეკანოზი  კახაბერ გოგოტიშვილი აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გადაცემაში „ცა მიწიდან იწყება” საუბრობს და საზოგადოებას ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა იესოს იერუსალიმში შესვლას დიდებით, მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს:

„რატომ დასჭირდა ამქვეყნიური დიდება მაცხოვარს? 

ამ დღესასწაულს „ბზობას“ ხალხურად ვუწოდებთ, სინამდვილეში მას ჰქვია მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში.  ცოტა პარადოქსულია, რადგან სახარებაში ვერ ნახავთ ადგილს, სადაც მაცხოვარი ამქვეყნიურ დიდებას ეძიებდეს, პირიქით, როდესაც ადამიანებს განკურნავს ეუბნება ნუ ილაპარაკებთ დროზე ადრე, თითქოს ემალება დიდებას. ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა.

ყველა დღესასწაულს აქვს მელანქოლიური განწყობა. იცით რომელ დიდებაზეა საუბარი? დიდებით ჯვარცმისაკენ. ადამიანები ყოველთვის ვერიდებით სიკვდილზე საუბარს, გვავიწყდება, რომ ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს. გავიწყდება, რომ სიკვდილი თავად ადამიანმა შეიძინა. 

ისტორიულად, ლაზარეს აღდგენის შემდეგ, სადილობს ოჯახში და მარიამი მოიტანს 300 დინარის ღირებულების მირონი და აცხებს იესოს, იქ პირველი იუდა იღებს ხმას თუ რატომ არ გაყიდეს ნელსაცხებელი და რატომ არ დაეხმარნენ გაჭირვებულებს.  მაცხოვარი პირდაპირ ეუბნება, ეს არის ჩემი დაფლისთვის, გარდაცვალებისთვის“, - ამბობს კახაბერ გოგოტიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორია ზურა ნიჟარაძე ეკრანს მიღმა და სამი როლი, რისი თამაშიც ოცნებად აქვს 

🎥 უშვილობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, კვერცხუჯრედის, სპერმის გაყინვა, ენდომეტრიოზი - არსენ გვენეტაძის საინტერესო ინტერვიუ

🎥 „ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნამუშევარია...“ - თიკა ბალანჩინმა ახალი ტრეკი გამოუშვა