ჟურნალისტ ელისო კილაძის განცხადებით, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მისი მისამართით გაისროლეს.
როგორც სატელევიზიო ეთერში კილაძემ აღნიშნა, ტყვია მისი დაცვის წევრის ფეხებთან დავარდა.
კილაძე ამბობს, რომ გასროლა მისი დაშინების მცდელობას უკავშირდება.
„როგორც ვიცი, პირველადი მონაცემებით, სანადირო თოფით მოხდა გასროლა. ეს არის, სავარაუდოდ, გამოწვევა და შეშინება იმ ბრძოლაზე, რომელიც მე 2 კვირაა დავიწყე. ფეხებთან დავარდა ტყვია. ალბათ, გამაფრთხილებელი, შესაშინებელი გასროლა იყო“, - ამბობს კილაძე.
ამასთან, როგორც„დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ვის ჰყავს დედა ჩემისთანა“ - მარიამ მათიაშვილი თეა დარჩიას განსხვავებულ ფოტოს გვიზიარებს
⭕„რა მაგარი გრძნობაა, როცა შენი ინსპირაციით ძეგლს დგამენ“ - დავით ჯელაძე