ტელეწამყვანმა და პროდიუსერმა ლევან გოგორელიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ 12 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა, როდესაც „რუსთავი 2“ დატოვა და GDS-ზე გადაწყვიტა მუშაობის დაწყება.
გოგორელიანი ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ზე, სადაც ის „კომედი შოუში“ მუშაობდა, აბსოლუტურად ყველაფერს, იუმორსაც კი პოლიტიკური სახე ჰქონდა.
„ჩვენს შემთხვევაში, სანამ ეს ნაბიჯი [ტელეკომპანიიდან წასვლა] გადაიდგმებოდა, მანამდეც დიდი ამბები იყო - დაბარება, რომ „წახვალთ და ასე იქნება“, პატარ-პატარა მინიშნებები. ცოტა ხანში ჩემი ძმა დაიჭირეს, იმიტომ რომ მე ტელევიზიიდან უბრალოდ წავედი ჩემი პროტესტის გამო. მაგრამ მაშინ ეს სხვანაირად აღიქმებოდა. ახლა რადიკალურად განსხვავებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სხვანაირი გაგებაა. შეიძლება ადამიანი ადგეს, ერთი ტელევიზიიდან მეორეში გადავიდეს და არაფერი, მაგრამ ჩვენ რომ წავედით, ჩვენი საქმე მაგიდაზე ედოთ მაღალი თანამდებობის პირებს“, - ამბობს გოგორელიანი.
მან ასევე გაიხსენა რა ვითარება იყო ქვეყანაში ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში.
„დღეს ახალგაზრდებს რთულად წარმოუდგენიათ ეს, იმიტომ რომ ამის შეგრძნება არ აქვთ. გარშემო ყოველ მესამეს პირობითი მსჯავრი ჰქონდა, არ გამოდიოდნენ გარეთ. ზოგი ციხეში იყო. ფეხბურთი აღარ იყო. ჩემს სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ ორი გუნდი ვერ ვიკრიბებოდით“, - იხსენებს ტელეწამყვანი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: