Digest Logo

„59 წლის კაცი რეანიმაციაში რჩება, მძიმე დაზიანებები აქვს“ - როგორია ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

1712556300
გუგა ქაშიბაძე

„59 წლის კაცს, რომელიც გუშინ ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების დროს დაშავდა მძიმე დაზიანებები აქვს, რეანიმაციაში რჩება, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია“, - ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორმა  გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული კიდევ 2 დაზარალებული,  მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ყველაზე მძიმე პაციენტი, 59 წლის კაცი ისევ რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება, კვლავ დამწვრობით შოკის მდგომარეობაში, თუმცა ამ ეტაპისთვის მდგომარეობა არის სტაბილური.

დანარჩენი 2 პაციენტი არის მოთავსებული დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში.

ჯერჯერობით, მათი მდგომარეობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს“ - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი ტანსაცმელი იმდენ ადამიანს ეცვა, ტირილი მომინდა...“ - რას ჰყვება დემნა გვასალია

⭕„ჩემი ძმა დაიჭირეს, იმიტომ რომ მე ტელევიზიიდან წავედი, ახლა რადიკალურად განსხვავებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ... „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ყველაფერს პოლიტიკური სახე ჰქონდა“ - ლევან გოგორელიანი