Digest Logo

„ჩემი ღიმილა დედიკო, წავიდა ღმერთთან“ - ფონიჭალაში დაღუპულ ქალს მისი არასრულწლოვანი შვილი სოცქსელში ემშვიდობება

1795181232
ფონიჭალაში გარდაცვლილი

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი 54 წლის ლალი შიშმანაშვილია. 

გარდაცვლილ ქალს 3 შვილი, აქედან ტყუპი გოგო დარჩა, რომლებიც ტრაგედიის დროს დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. ნგრევის მომენტში ტყუპებმა ფანჯრიდან გამოსვლა მოასწრეს.

„ჩემი ღიმილა დედიკო წავიდა ღმერთთან“, - წერს რიმა ბედოშვილი. 

„გული და სული მტკივა  თავი სიზმარში მგონია,არ მინდა დავიჯერო  ყოველთვის ასეთი ლამაზი,გულიანი და ღიმილიანი მემახსოვრები“,

„სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო თქვენი უკარგესი დედიკო“,

„ეს რა დღე გათენდა არ მინდა რომ დავიჯერო, ამდენი ენერგია სითბო და სიყვარული თან წაიღო“,

„სიტყვებსაც კი ვერ ვპოულობ, არ ვიცი, რა უნდა გითხრათ... ძალიან განვიცდი ამ ამბავს და მთელი გულით ვიზიარებ თქვენს ტკივილს.  ძალიან მტკივა ეს ამბავი და გულწრფელად ვწუხვარ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. უფალმა მოგცეთ ძალა ამ უდიდესი ტკივილის გადასატანად“, - წერენ კომენტარებში.

„ჩემი მეგობარია ტყუპების დედა, მისი მეუღლე ადრე გადის სამსახურში და ეტყობა დილითაც წასული იყო. საბედნიეროდ, ტყუპები მალევე გადმოიყვანეს იქიდან, დედა ვეღარ... ტყუპები ამბობენ, რომ დედა ნანგრევებშია, ვერ გააღეს მისი საძინებლის კარი, რადგან სინკარები იყო მის ოთახში ჩაწოლილი. ტყუპების თქმით, დედა თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს უხმობდა კიდეც, მაგრამ მერე დაიკარგა მისი ხმა. მათი საძინებლები სხვადასხვა მხარესაა, ამბობენ, რომ დედას სხვა საძინებელში ეძინა, როცა ეს ძლიერი აფეთქება მოხდა. ისინი პირველ სართულზე ცხოვრობენ და ყოველ წუთს ველოდებით ჩემი მეგობრის უვნებლად გამოჩენას. ტყუპები კოლეჯის სტუდენტები არიან, არც ისე პატარები. მეცხრე კლასიდან გამოვიდნენ სკოლიდან. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ეძებენ ასევე მათი ბინის თავზე, მეორე სართულზე მცხოვრებ 6 წლის გოგონას და მის დედას. ეს 6 წლის გოგონა უსაყვარლესია, პირადად ვიცნობ, 127-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ენაწყლიანი, ძალიან საყვარელი ბავშვი, ვიცით, რომ ისინი სახლში იყვნენ. ასევე ამ დრომდე ეძებენ ისევ მეორე სართულზე მცხოვრებ კიდევ ერთ ოჯახს, დედას და მის ორ შვილს, 3 წლის და 7 წლის ბავშვებს. იმედს არ ვკარგავთ და ველოდებით მაშველებისგან მათ გადარჩენას. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი“, - აღნიშნა დაღუპულის ახლობელმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕მზე მშვილდოსანში გადადის: 22 ნოემბრიდან ზოდიაქოს 6 ნიშანს წარმატებული პერიოდი ეწყება – ვის მოუტანს მშვილდოსნის სეზონი იღბალს?

⭕„ვერ ვიჯერებ არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში…” - ფონიჭალის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ პატარას ემშვიდობებიან

⭕მოულოდნელი ამბები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ახალი შანსები – რას გვიმზადებს 20 ნოემბერი?

✕