ტელეწამყვანი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ წერს, რომ თავისი პოლიტიკური ხედვის გამო, მის შვილებს აბულინგებენ. როგორც კანდელაკი აღნიშნავს, რუსი ხალხი იძულებული გახდა იმართლოს საკუთარი არსებობა.
„გლობალურმა ტოლერანტობამ დატოვა ჩატი. მან გააუქმა საკუთარი თავი, რაც გინდათ დაარქვით.
Black Lives Matter- ამბობენ ისინი და რუსების სიცოცხლე აღარ შედის მნიშვნელოვან საკითხთა სიაში? ტოლერანტობა არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ რუს ბავშვებზე, რომელთაც სკოლაში სცემენ და ძალადობენ? რუსებს, რომელთაც მთელ მსოფლიოში ათავისუფლებენ და რესტორნებში აღარ ემსახურებიან.
ჩვენი ხალხი იძულებულია იმართლოს საკუთარი არსებობა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი პოლიტიკური პოზიცია უჭირავთ მათ. როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?
არის თუ არა ის ხალხი ადეკვატური, რომელთაც დაგმეს ჰომოფობია, გაავრცელეს ფემინიზმის იდეები, მაგრამ დაივიწყეს ადამიანის ძირითადი უფლება სიცოცხლისა და თავისუფლების შესახებ.
ჩემი „ინბოქსი“ სავსეა ჩემი შვილების ლანძღვით, იმ პოზიციის გამო, რომელზედაც მე ვდგავარ. მაგრამ როგორც ჩანს მსოფლიოს აბსოლუტურად არ აინტერესებს ვისი შვილი ისჯება. რუსული? როგორც ჩანს ეს არის ახალი ეთიკის წესები“, – წერს თინა კანდელაკი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵მარიამ გეგუჩაძეზე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საქმე აღიძრა
🔵„ღიპიანმა ქალებმა არ ჭამოთო, უფრო მეტიც, ხაზი გადაგვისვა... რას ჰგავს ეს საქციელი? ეს არაა მარკეტინგი“ - რამ გააღიზიანა სოციალური ქსელის მომხმარებლები
🔵VIDEO: „ამ ექიმმა ამშობიარა ახალგაზრდა ქალი უკრაინიდან პოლონეთის საზღვარზე“ - რა კადრებს ავრცელებს ნათია ჭკუასელი